გადაკეტილი გუმისთის და კოდორის ხიდები – რა ხდება აფხაზეთში?

გადაკეტილი გუმისთის და კოდორის ხიდები – რა ხდება აფხაზეთში?

ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილი ვითარების გამო, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, გვიან ღამით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. როგორც აფხაზური მედია წერს, ე.წ. უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებაზე ისაუბრეს.

აფხაზეთში ვითარება 11 ნოემბერს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ” კანონი დაამტკიცა. ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. დე ფაქტო მთავრობის მომხრე მედიის ინფორმაციით, ორშაბათს, ნაშუადღევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სახალხო კრების შენობის ეზოში ხუთმა მოქალაქემ, პარლამენტის დეპუტატის მიმართ უკანონო ქმედებები ჩაიდინა. მანამდე, ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საუბარი იყო დეპუტატ ალმას აკაბაზე.

გვიან ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [СГБ] თანამშრომლებმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებენ, მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს. დაკავებულები არიან: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთასა და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ხალხი შეიკრიბა სოხუმის თავისუფლების მოედანზე. ბოლო მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ტელეგრამ არხი წერს, გუმისთის ხიდი კვლავ გადაკეტილია, კოდორის ხიდი კი გაიხსნა. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის ე.წ. გამგებელი ბესლან ბიგვავა მივიდნენ. მედიის ცნობით, ისინი ახლობლებს დაჰპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების მტკიცებულება.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…